სამი ნაბიჯი ქაღალდის მენიუდან ციფრულამდე
პროგრამისტი არ გჭირდება. თუ Instagram-ზე ფოტოს ტვირთავ, ამასაც შეძლებ.
- 01
ატვირთე კერძები
სახელი, ფასი, ფოტო და აღწერა. მთელი მენიუ ერთი ჩასმით შედის: თითო ხაზზე კერძი და ფასი, კატეგორიები თავისით ლაგდება.
- 02
დაბეჭდე QR
თითო მაგიდას თავისი კოდი აქვს, ანუ ოფიციანტმა ზუსტად იცის, საიდან მოვიდა შეკვეთა. ფასს რომ შეცვლი, კოდი იგივე რჩება.
- 03
მიიღე შეკვეთები
სტუმარი ტელეფონიდან ირჩევს და აგზავნის, შენ კი შეკვეთას პანელში მაშინვე ხედავ, ხმოვანი სიგნალით.
ერთი შეხება და მენიუ სხვანაირია
რეგისტრაცია არ სჭირდება. ეს ზუსტად ის ეკრანია, რომელსაც შენი სტუმარი ნახავს. შეცვალე თემა და განლაგება.
დიზაინის სტუდია
პანელში ამაზე გაცილებით მეტია: სექციების გადათრევა, საკუთარი ფერი, ლოგო, გარეკანი, შენი ბმულები და ველები, რომლებსაც შენ არქმევ სახელს.
ავაწყოთ შენი მენიუჩამოასრიალე, ეს ნამდვილი მენიუა
იგივე მენიუ შენს ხელში გაიხსნება, ზუსტად ისე, როგორც სტუმარს მაგიდასთან. აპლიკაცია არ სჭირდება.
ჩაქაფული გათავდა? ერთი დაჭერა და მენიუდან გაქრა.
- ცვლილება მყისიერია. ფასს პანელში ცვლი და სტუმრის ეკრანზე მაშინვე ჩანს. QR-ის ხელახლა ბეჭდვა არასდროს.
- თხუთმეტ ენაზე. ტურისტი მენიუს თავის ენაზე ხედავს, ტელეფონის ენას ავტომატურად ვცნობთ.
- შეკვეთა და დაძახება. შეკვეთა, ოფიციანტის დაძახება და ანგარიშის მოთხოვნა ერთ ეკრანზე, ცოცხლად.
- სტატისტიკა. ნახვები, შეკვეთები და საშუალო ჩეკი, დღის მოკლე ანგარიშით.
ფასები
ერთი გამოწერა, ყველა ფუნქცია. მაგიდებს, QR კოდებს და შეკვეთებს არ ვითვლით.
თვიური
- პირველი ერთი თვე უფასოდ
- ყველა ფუნქცია პირველივე დღიდან
- ბარათის გარეშე
წლიური
ყველაზე მომგებიანი- 19 ₾ დაზოგვა, ორ თვეზე მეტი
- იგივე ფუნქციები
- პირველი ერთი თვე ისევ უფასოა
გადმოსვლა
- სამი თვე უფასოდ, ერთის ნაცვლად
- ვადას იმავე დღეს გაგიგრძელებთ
- მერე 9 ₾ თვეში
რა შედის ფასში
- შეუზღუდავი კერძი, კატეგორია და ფოტო
- შემადგენლობა, ალერგენები, კალორია, წონა და სიცხარე
- დამატებები: ზომა, გვერდითი კერძი, დანამატი
- მენიუ თხუთმეტ ენაზე, ჩართულს შენ ირჩევ
- სტუმრის ტელეფონის ენას ავტომატურად ცნობს
- საუზმის კერძი მხოლოდ დილით: საათი და კვირის დღე თითო კერძზე
- რედაქტორი ძებნით, დუბლირებით და ჯგუფური მოქმედებებით
- რიგი გადათრევით, კერძიც და კატეგორიაც
- ათი მზა თემა, რვა შრიფტის წყვილი და შენი საკუთარი ფერი
- ლოგო, გარეკანი და სექციები გადათრევით, ცოცხალი პრევიუთი
- რესტორნის სახელი და აღწერაც ითარგმნება
- სამუშაო საათები, მისამართი რუკაზე და საკონტაქტო მონაცემები
- საკუთარი მისამართი, მაგალითად შენი.gemo.menu
- სტუმარი მენიუს მთავარ ეკრანზე ინახავს, აპლიკაციის გარეშე
- შეუზღუდავი მაგიდა და QR კოდი
- ორმოცდაათი მაგიდა ერთი დაწკაპუნებით, ნომრებით და კოდებით
- QR სამ ზომად და ოთხ დიზაინად, ბეჭდვისთვის ან სურათად ჩამოსატვირთად
- შეკვეთა მაგიდიდან, კალათით და მომსახურების პროცენტით
- ოფიციანტის დაძახება და ანგარიშის მოთხოვნა
- შეკვეთა და მოთხოვნა ერთ ეკრანზე, ცოცხლად და ხმოვანი სიგნალით
- დარბაზის ბადე: რომელი მაგიდა გეძახის და რომელს რამდენი ღირს
- გეოზონა, შეკვეთა მხოლოდ რესტორნიდან
- აქციები განრიგით: პროცენტი, თანხა, კომპლექტი, საჩუქარი
- აქცია ფასს ცვლის ბარათზე, კალათაში და შეკვეთაშიც
- Google შეფასების ძაბრი
- სტატისტიკა ნახვებზე, შეკვეთებზე და საშუალო ჩეკზე
- დღის მოკლე ანგარიში: რამდენი შეკვეთა და ნახვაა დღეს და რას უნდა მიხედო
- დასაბეჭდი ქაღალდის მენიუ იმავე კერძებიდან, ფოტოებით და შრიფტის არჩევით
- პანელი ქართულად, ინგლისურად და რუსულად
მუშავდება: გადახდა პირდაპირ მენიუდან · AI იმპორტი PDF-იდან · თარგმანი AI-თი. ფასი დღგ-ს შეიცავს. ავტომატურად არაფერი ჩამოგეჭრება: გამოწერა უბრალოდ აღარ გრძელდება.
რა ღირს და რა შედის ფასში?
9 ₾ თვეში ან 89 ₾ წელიწადში. ერთი გამოწერაა და ყველა ფუნქცია მასშია: შეუზღუდავი კერძი, QR და მაგიდა, თხუთმეტი ენა, დიზაინის სტუდია, შეკვეთა მაგიდიდან, აქციები და სტატისტიკა. დამალული დანამატი არ არის.
ბარათი სჭირდება რეგისტრაციისთვის?
არა. პირველი თვე უფასოა და ბარათს არ ვითხოვთ. თუ არ მოგეწონა, უბრალოდ არ გააგრძელებ.
რამდენ ხანში ავეწყობი?
რეგისტრაცია ერთი წუთია. ოცდაათი კერძის შეყვანას დაახლოებით ნახევარი საათი სჭირდება: კატეგორია, კერძი, ფასი და მორჩა.
ფასი შევცვალე, QR ხელახლა უნდა დავბეჭდო?
არასდროს. QR მუდმივ მისამართზე მიუთითებს. პანელში შეინახავ და მაგიდაზე მდგარი კოდი უკვე ახალ მენიუს აჩვენებს.
შეკვეთას მაგიდიდან როგორ ვიღებ?
სტუმარი კალათას ავსებს და აგზავნის, პანელში შეკვეთა მაშინვე ჩნდება ხმოვან სიგნალთან ერთად. იქვეა დარბაზის ბადე: რომელი მაგიდა გეძახის და რომელს რამდენი ღირს. ანგარიშს სტუმარი ადგილზე იხდის, ონლაინ გადახდა ჯერ არ გვაქვს.
სალარო ან საწყობის პროგრამა მაქვს, დაუკავშირდება?
დიახ, ყველა პროგრამასთან ვაკავშირებთ: სალარო, საწყობი, ბუღალტერია თუ მიტანის სერვისი. მოგვწერე hello@gemo.menu და დაასახელე, რა სისტემა გიდგას. ინტეგრაციას შენთვის ცალკე ვაწყობთ, ანუ მზა სიაში მოხვედრას არ ელოდები. მენიუ ინტეგრაციამდეც სრულად მუშაობს.
QR კოდებს თქვენ ბეჭდავთ?
პანელიდან თვითონაც დაბეჭდავ, უფასოდ და შეუზღუდავად, სამ ზომად და ოთხ დიზაინად. თუ არ გინდა ამაზე დროის დახარჯვა, ჩვენ დაგიბეჭდავთ სასურველი დიზაინით და სასურველი რაოდენობით და ადგილზე მოგიტანთ. ბეჭდვა და მიტანა გამოწერაში არ შედის, ღირებულებაზე ცალკე ვთანხმდებით.
კიდევ 6 კითხვა
რამდენ ენაზეა მენიუ?
თხუთმეტ ენაზე. შენ ირჩევ, რომელი ჩართო, თუნდაც მხოლოდ ერთი. სტუმრის ტელეფონის ენას ავტომატურად ცნობს, ხელით გადართვაც შეიძლება.
აქცია ნამდვილად ცვლის ფასს?
დიახ. პროცენტი ან თანხა კერძის ბარათზევე ჩამოდის, ძველი ფასი გადახაზული რჩება, კალათა და შეკვეთაც იმავე ციფრს ითვლის. აქცია მთელ მენიუზე, კატეგორიაზე ან კონკრეტულ კერძებზე მუშაობს, კვირის დღეებით და საათებით.
ფოტოები არ მაქვს, მენიუ ცუდად გამოიყურება?
არა. უფოტო კერძი ტიპოგრაფიულ ბარათად ჩანს, კატეგორიის ფერით. ფოტოებს მერეც დაამატებ, თანდათან.
სტუმარს აპლიკაციის ჩამოტვირთვა დასჭირდება?
არა. კამერას მიაშვერს QR-ს და მენიუ ბრაუზერში იხსნება. რეგისტრაციაც არ სჭირდება.
სხვა QR მენიუ მაქვს, გადმოსვლა შეიძლება?
შეიძლება და პირველი სამი თვე უფასოა, ერთის ნაცვლად. დარეგისტრირდი ჩვეულებრივად და მოგვწერე hello@gemo.menu, დაასახელე სერვისი, საიდანაც გადმოხვედი.
გაუქმება თუ შემიძლია?
ნებისმიერ დროს. ავტომატურად არაფერი ჩამოგეჭრება, გამოწერა უბრალოდ აღარ გრძელდება. მონაცემები რჩება და თუ დაბრუნდები, მენიუ იქვე დაგხვდება.




